Caucasus Build 2025

Aquaroom-მა მონაწილეობა მიიღო სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენაში „Caucasus Build 2025“, რომელიც 2025 წლის 25–27 აპრილს ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ „აქვარუმის“ მიერ წარმოდგენილ უმაღლესი ხარისხის ფინურ, ფრანგულ, ესპანურ და ესტონურ პროდუქციას, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს ბაზარზე. 🤝 განსაკუთრებული მადლობა თითოეულ სტუმარს, ვინც დაინტერესდა და ესტუმრა „აქვარუმის“ სტენდს.